მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbes 30under30 - ქალი ფეხბურთელი FORBES-დან - ნინო პასიკაშვილი

BM.GE
19.07.20 13:40
1413
საქართველოს და უკრაინის ჩემპიონი, სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელებული, კლუბის დამაარსებელი და ქალთა ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტი - ეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრის ნინო პასიკაშვილის წარმატებების არასრული ჩამონათვალია, თუმცა თავად თვლის რომ მთავარი მიზანი ჯერ კიდევ სრულად არ არის მიღწეული, რომლის თანახმადაც ქალთა ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში უნდა განავითარის ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ასევე ჩართულია ქალ ფეხბურთელებთან დაკავშირებით მენტალობის ცვლილბების პროცესში და ამისთვის არც შრომას, დროს და არც ენერგიას არ ზოგავს. მთავარი მოტივაცია კი ისევ გულშემატკივრებია, რომლებიც საქართველოში ეტაპობრივად იზრდება. თავად ნინოს წარმატებას კი ადასტურებს, Forbes 30under30, სია, რომელშიც ის სპორტის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებულია.