18.ოქტომბერი .2020 12:07

Forbes 30Under30 - "პატარა გალერეა" დიდი გეგმებით

284
უკან

“პატარა გალერეა” - ეს არის საჯარო ადგილი, სადაც ცდილობენ, რომ ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ გამვლელთა ესთეტიკურ ღირებულებებში, რომელიც ხელოვნების ახალი ფორმების აღმოსაჩენ სივრცედ იქცა და ყველა დამკვიდრებულ ჩარჩოსა თუ სტერეოტიპს არღვევს. გალერეა თავიდან რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშაში მდებარეობდა, ახლა კი, ვაკის პარკის მიწისქვეშაშია და მასპინძლობს ახალგაზრდა ხელოვანებს – ხშირად მათ პირველ შოუებს. ადამიანებს რისკის, შეცდომის დაშვებისა და აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას აძლებს. მან, ფაქტობრივად ჩამოხსნა ხელოვნებას ელიტარულობა და უარყო ხელოვნების როლი, როგორც მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენელთა გასართობი და ცხოვრების გალამაზების სახე. გალერეას თანადამფუძნებელი, გვანცა ჯიშკარიანი პარალელურად Forbes Georgia-ის 30 წლამდეთა სიის წევრია.

გვანცა ჯიშკარიანი - გალერეა “The why not” დამფუძნებელი.

#Forbesკვირა