27.ოქტომბერი .2020 11:32

#FORBES #30UNDER30 - საქართველო შავი ზღვის საკონტეინერო ბაზრის ჭრილში

125
უკან

გადაზიდვების კომპანია Maersk-მა ინტერკონტინენტალური სარკინიგზო სერვისით სარგებლობა დაიწყო და პირველი მატარებელი რომელიც ჩინეთიდან წამოვიდა, საქართველოშიც უკვე ჩამოვიდა. საკითხით დაინტერესდა არა მხოლოდ ქართული მედია, არამედ საერთაშორისო პრესაც გამოეხმაურა და დაიწერა ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში, ყველა ენაზე. ამ ტიპის აქტივობა კი, საქართველოს როლს აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებაში კიდევ უფრო გააძლიერებს. როგორც, Maersk-ის კომერციული წარმომადგენელი კავკასიაში, ირაკლი დანელია აცხადებს, ეს ჩვენი პირველი პროექტია და მისი რეგულარობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად წამოვა მოთხოვნა. ირაკლი ამ მნიშვნელოვანი საქმისა და პროექტების მართვის პარალელურად, Forbes Georgia-ის 30 წლამდელთა სიის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან საკმაოდ პატარა ასაკში, ჩაიბარა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გადაზიდვის კომპანიის კომერციული მხარე და დღემდე წარმატებით უძღვება მას.


სტუმარი: ირაკლი დანელია - „A.P. MOLLER MAERSK/ MAERSK LINE“, კომერციული წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში