12.ივლისი .2020 14:30

#Forbes 30under30 - საქართველოს წარმომადგენელი აშშ-ის მუსიკალურ ინდუსტრიაში

214
უკან

წლების წინ, როდესაც საქართველო გაიხსნა გლობალური მუსიკის ბაზრისთვის როცა დაიწყო მსოფლიოს ცნობილი არტისტების შემოსვლა საქართველოში და პირიქით, ქართული მუსიკალური პროდუქციის ექსპორტი, აი ამ დროს მთავარ როლში ცნობილი მუსიკალურ-საპროდიუსერო კომპანია EASTERN PROMOTION-ი იყო. მის უკან კი, კანდელაკების დიდი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელი იდგა, რომლებსაც გვარისა და გენეტიკის გარდა კიდევ ერთი საერთო თვისება აქვთ – დიდი სიყვარული მუსიკის მიმართ. თუმცა ამჯერად ყველაზე უმცროს წევრზე უნდა მოგიყვეთ, ნიკოლოზ კანდელაკზე, რომელიც წარმატებით აგრძელებს ბაბუისა და მამის მუსიკალურ გზას. ის დღეს რეგიონის მასშტაბით მუსიკალური ინდუსტრიის კვალიფიციური მენეჯერია - შესაბამისი, ხარისხიანი განათლებითა და ფასდაუდებებლი გამოცდილებით. ხოლო მუსიკალურ საქმიანობაში გრანდიოზული გეგმების, გამოწვევებისა და მიზნების შესახებ, ნიკოლოზ კანდელაკი რუბრიკაში #Forbes#30under30 საუბრობს ვრცლად.