20.ოქტომბერი .2020 11:42

#Forbes #30under30 - Smart Web და smart Academy ლოკალურ და გლობალურ მასშტაბებზე

უკან

2009 წელს საქართველოში საფუძველი ჩაეყარა კომპანიას, რომელიც ნებისმიერი სირთულის ვებ-საიტების დამზადებაზეა ორიენტირებული ,ქმნის ლოგოებს კომპანიის ბრენდინგზე მუშაობს და აწარმოებს სარეკლამო კამპანიებს. ამ კომპანიას Smart Web-ის სახელით ვიცნობთ და ის მუდმივად იზრდება და ვითარდება წლებთან ერთად. მათ სახელს უკავშირდება ასობით პროექტი და გეგმა, რომლებსაც პერიოდულად ახორციელებენ. ხოლო რეალურ პროექტებზე მუშაობისას დაგროვილი დიდი გამოცდილების გასაზიარებლად, Smart Web-ის დამფუძნებელმა, კიდევ ერთი პროექტი წამოიწყო და ტრენინგ ცენტრი smart Academy შექმნა, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს დაგროვილ ცოდნას უზიარებენ და საშუალებას აძლევენ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ საქართველოს თუ საერტაშორისო ბაზარზე. ამ ყველაფრის უკან რატი გველესიანი დგას, რომელიც ასევე Forbes Georgia-ის 30 წლამდელთა სიის წევრია.

სტუმარი: რატი გველესიანი - Smart Web და Smart Academy, დამფუძნებელი