მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes Georgia #30under30 - ლიზი რამიშვილი 2021 წლის გამარჯვებული კატეგორიიდან - "კულტურა და სტილი"

BM.GE
04.10.22 12:07
382
Forbes Georgia-ს 30 under 30 პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა. სწორედ ამ სულისკვეთების ნათელი მაგალითია, ხელოვანი, კულტურა და სტილის კატეგორიაში გამარჯვებული ლიზი რამიშვილი. 

ლიზი რამიშვილი ახალგაზრდა მუსიკოსი და წარმატებული ჩელისტია. თბილისში ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ, 2014-2015 წლებში სასწავლებლად გერმანიაში, კრონბერგის აკადემიაში მიიწვიეს, სადაც პიტერ უსტინოვისა და ბორის პერგამენშიკოვის სტიპენდიები მოიპოვა და მსოფლიოს ოც რჩეულ სტუდენტ მუსიკოსს შორის მოხვდა. 2010-2015 წლებში ის ასევე იყო მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის ფონდის სტიპენდიატი. ლიზი რამიშვილების ცნობილი ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენელია. მან საკმაოდ პატარა ასაკში გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები პროფესიული განვითარებისთვის და მუსიკალური ოჯახის ტრადიციას საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს. ვიოლონჩელოზე დაკვრა 7 წლის ასაკიდან დაიწყო. საბოლოოდ, 25 წლის ასაკში უკვე წარმატებული მუსიკოსია, და დაკვრის დროს თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს. 

სტუმრები: ლიზა ხაბაზაშვილი - "კონსიერჟ თბილისის" მმართველი პარტნიორი;
ლიზი რამიშვილი - 2021 წლის Forbes
#30Under30-ის გამარჯვებული კატეგორიაში - "კულტურა და სტილი"