მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა 2021 წლის სია უკვე გახსნილია

BM.GE
10.12.21 08:59
603
Forbes საქართველომ 30 წლამდე ასაკის ლიდერების შერჩევის მორიგი რაუნდი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის გამარჯვებულების ფაქტობრივად სრული სია გაგაცანით და შეგახვედრეთ თამამ და ინოვაციურ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან. რაც შეეხება აპლიკაციის ონლაინ ფორმას, მისი შევსება შეუძლია ყველას, ვისი წარმატებაც საქართველოს ბაზარზე ადვილად იზომება. ჩვენი მიზანი კი ახალი სახეებისა და სახელების აღმოჩენა და მათი დახმარებაა ცნობადობის გაზრდასა და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში. ასე შეიქმნა ერთგვარი ქსელი 30-წლამდელთა საზოგადოების. ძალიან მალე კი, ფორბსის 30-წლამდელთა სიის რიგით მეოთხე დაჯილდოებაზე გიმასპინძლებთ და 2021 წლის სიის წევრებთან ერთად მოგესალმებით. რა უნდა გაითვალისწინოთ ფორმის შევსებისას და როგორ არის შესაძლებელი ფორბსის გამორჩეულ, 30 წლამდელთა სიაში მოხვედრა?