მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes Georgia-ს #30Under30 პროექტის გამარჯვებულებს 11 მაისს დაასახელებენ

BM.GE
08.05.22 23:30
483
ამერიკული Forbes-ის გამოცემა, რომელიც ევროპის Under 30-ის სიაზე მუშაობს, მიმდინარე წელს საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით დაინტერესდა და უკვე 2021 წლის გამარჯვებულებს, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. ეს არის უდიდესი ნაბიჯი როგორც ქვეყნისთვის ასევე ახალგაზრდებისთვის, რომ გასცდნენ საზღვრებს და საკუთარი შესაძლებლობები მთელს მსოფლიოს დაანახონ. თავად ქვეყნისთვის კი, მნიშვნელოვანია ინვესტიციის მოზიდვისა და პოპულარიზაციის კუთხით. გარდა ამისა, წელს პირველად საქართველოში Forbes Georgia-ს Under 30-ის სამიტი ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაა და თიბისის კონცეპტის სივრცეში გაიმართება. როდის გამოვლინდება Forbes საქართველოს Under 30-ის პროექტის 2021 წლის გამარჯვებულები და როგორია მოლოდინები?