მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbes: #TOP50 ფინტექ კომპანია

BM.GE
10.06.21 09:36
458
ამერიკულმა ფორბსმა 50 ფინტექ სტარტაპ კომპანია დაასახელა. სიაში მოხვდნენ ისეთი კომპანიები, რომლებმაც პანდემიის გათვალისწინებით შეძლეს და შემოსავლები გააორმაგეს,ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელი შეუწყეს კრიზისიდან გამოსვლაში და ბაზარზე თავიდან თავის დამკვიდრებაში. ფორბსი წერს, რომ სიას ღირსეული კანდიდატები ავსებენ, რომლებიც მომავალი წლიდან შეძლებენ და საჯაროდ ვაჭრობასაც დაიწყებენ. ამის მაგალითები კი ფორბსს ბევრი აქვს. ფინტექ სტარტაპების ფოკუსირება ძირითადად ინოვაციებსა და რევოლუციურ პროდუქტებისკენ არის მიმართული, როგორც მომხმარებლებისთვისაც, ისე ბიზნესებისთვისაც. დღეს მსოფლიოში დაახლოებით 25 000 ფინტექ კომპანიაა, რომლებიც ფინანსურ ინდუსტრიაშია ჩართული.