19.სექტემბერი .2021 15:53

#FORBESკვირა - Farewell ნიკო კვარაცხელია

172
უკან

მოვყევი ბევრჯერ, ის პარიზში, რამდენიმე წლის წინ, სადაც ჩამოგვაკითხა გასაცნობად და საკუთარი სოციალური ქსელის წარსადგენად, ფიდსის რომელიც გამორჩეულად საამაყო იმ უამრავ პროექტებს შორის, რომელიც მის ნათელ გონებასა და ფანტაზებში ტრიელებდა. 3-4 წლის თავზე ნიკო კვარაცხელია არა მხოლოდ ჩვენი ახლობელი და მეგობარი, არამედ Forbes ელიტარული სიის გამარჯვებული გახდა. გამორჩეული და ასაკის მიუხედავ, სრულად ჩამოყალიბებული პიროვნება, მზარდი, განათლებული, გაწონასწორებული - საკუთარიდან დაწყებული, ნებისმიერი ჩემი მეგობრების თუ ნათლულებისთვის რომ ვინატრებ ისეთი შვილი, მეგობარი და მოქალაქე. ასეთი ბიჭი გვყავდა, და არა მარტო მის ოჯახს და პირად სამეგრობოს, სანათესაოს რომელიც დღეს ყველაზე მეტად განიცდის ამ ტრაგედიას, არამედ მთელ საქართველოს. მე დიდხანს გამიჭირდება ნიკა კვარაცხელიაზე წარსულ დროში საუბარი, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს რომ ამ ოფისში, რომელსაც ქართული ფორბსი რედაქცია ჰქვია, მუდმივად და ყოველთვის იქნება მისი კუთხე, რათა ყველა და ნებისმიერმა აქ მოსულმა სტუმარმა იცოდეს თუ როგორ აფასებს საზოგადოება მის გამორჩეულ წევრებს. სიცოცხლეში და მარადისობაში გადანაცვლებულს. გაგიმარჯოს ჩემო ბიჭო, შეხვედრამდე. შორს არ ხარ და სულ ჩვენთან იქნები. შეხვედრამდე.