მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#FORBESკვირა - მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

BM.GE
26.09.21 13:09
420
2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ საქონლის ექსპორტით 2.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია. ათეულის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო საქონელი, მინერალური და მტკნარი წყლები მეექვსე ადგილს იკავებს. 8 თვეში ამ ინდუსტრიის ექსპორტიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 92.5 მლნ დოლარია, ხოლო ბიზნესის შემოსავლების ზრდა - 32%. ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მესამე კვარტლის ბოლოს პოზიტიურ დინამიკაზე საუბარი დაიწყეს, რადგან პანდემიური შოკიდან გამოსვლის პროცესში ახალი ბაზრების დამატებით კომპანიებში ვითარება გაუმჯობესდა. თუმცა, მინერალური და მტკნარი წყლების ბაზარზე პრობლემები მაინც რჩება.