13.ივნისი .2021 11:45

#Forbesკვირა - როგორ გამდიდრდა მონაკო?

უკან

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ქვეყნის გამდიდრების ისტორია უნდა მოგიყვეთ, სადაც არ არსებობს საშუალო ფენა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ, სახელმწიფოსთან ერთად წლების განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომა რომ ამ შედეგებზე გასულიყო. დაისახეს მიზანი, აქციეს ტურიზმი და აზარტული თამაშები ქვეყნის მთავარ შემოსავლის წყაროდ. ისწავლეს უცხო ენები, განვითარდნენ თავად და შემდეგ ერთობლივად დაიწყეს ქვეყნის განვითარება.

ეს მონაკოა, ჯუჯა სახელმწიფო, სადაც სიღარიბის დონე მსოფლიოში ყველაზე დაბალია, ხოლო მილიონერთა და მილიარდერთა რიცხვით ქვეყანა პირველ ადგილს უბრალოდ არ თმობს. უმუშევრობის მაჩვენებელი არც მეტი, არც ნაკლები 2%-ია, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი საშუალოდ 48 ათასს შეადგენს. ასევე მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას მშპ-ის მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე, თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდნენ ქვეყანა გაკოტრების პირას იდგა და თუ როგორ ამოვიდნენ ამ ჭაობიდან?