19.სექტემბერი .2021 15:43

#FORBESკვირა - როგორ შეიქმნა ციფრული Smile? :-)

უკან

მოხმარებაში სმალიკები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან შემოვიდა. 2002 წელს ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინეს, რომელშიც სმაილების „გამომგონებელმა“ სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა ფჩხილების, ტირესა და ორწერტილის კომბინაცია სახის გამოსახატად. მან შეტყობინება გაუგზავნა კოლეგებს სმაილი კი დაურთო იმ მიზნით, რომ მესიჯის ადრესატებს განესხვავებინათ ხუმრობა სერიოზული ნათქვამისგან და სწორედ ამ შეტყობინებით დაიწყო სმაილიკის ისტორიაც. იგი მომენტალურად აიტაცა მსოფლიომ და იყენებდნენ ყველგან, სადაც კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას ტექსტუალური მხარე წარმოადგენდა. თუმცა ამ გამოგინების საშუალებით სკოტ ფალმენი არ გამდიდრებულა, არც დაუპატენტებია, არც ფული მოუთხოვია და თუ რატომ , ამ კითხვაზე მარიამ ადამია გვიპასუხებს.