მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#FORBESკვირა - ხვიჩა კვარაცხელია - სერია A - ს საუკეთესო ფეხბურთელი

BM.GE
05.06.23 01:23
163
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შემტევი იტალიის სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 22 წლის ქართველის ანგარიშზე ჩემპიონატში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა.Transfermarkt-ის ცნობით, იტალიელებმა მის სანაცვლოდ 11.50 მილიონი ევრო გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერის განხორციელებისას ხვიჩას საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენდა, ამჟამად, მისი ფასი 85 მილიონ ევრომდეა გაზრდილი.