14.იანვარი .2021 14:30

“ფქვილის ფასის დასაჭერად სუბსიდია საკმარისი აღარაა”

122
უკან

იმისათვის რომ პური არ გაძვირდეს, ფქვილის ღირებულების სუბსიდირების მექანიზმი, რომელიც მთავრობამ გასული წლის დეკემბრიდან აამოქმედა საკმარისი აღარ არის. წისქვილკომბინატები ღიად საუბრობენ, რომ ფქვილი იმდენად გაძვირდა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბისდია ერთ ტომარაზე ფიქსირებული ფასის - 53 ლარის შენარჩუნებას ვეღარ უზრუნველყოფს. მთავრობას დიდი ალბათობით სუბსიდიის თანხის დამატება მოუწევს. რატომ დადგა დღის წესრიგში ეს მოცემულობა და რას ეუბნება სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესს?