მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 31 იანვრის ჩათვლით გადაიდო - საბა კიკნაძე შეფასებით საქმიან დილაში

BM.GE
22.12.20 11:34
766
საქართველოს მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. თუმცა მსგავსი დაპირება არაერთი გვახსოვს, მათ შორის ავიამიმოსვლის გახსნა დაანონსდა 1 ივნისს, მოგვიანებით 1 აგვისტოს და ფაქტიბრივად ყველა თვის დასაწყისში ველოდებით, მაგრამ რეალობა და მოლოდინის რეჟიმი უცვლელი რჩება. არაერთხელ შეცვლილი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გაურკვეველ მდგომარეობაშია უკვე თითქმის ერთი წელია ტურიზმის ინდუსტრია. ვერ გეგმავენ, ვერ იწყებენ მოლაპარაკებას პარტნიორებთან, რადგან მხოლოდ განცხადების იმედად არიან და რეალურად პროცესები არ იძვრის. რას ნიშნავს ტურისტული სექტორისთვის ნათია თურნავას ანონსი და როგორია მოლოდინები?

სტუმარი: საბა კიკნაძე - ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი