მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრინველის ხორცში წყლის შემცველობა მაქსიმუმ 7% იქნება

BM.GE
05.04.21 21:03
586
BMG-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის დასაშვები ნორმა არა 5% , არამედ მაქსიმუმ 7 %-მდე იზრდება.

მთავრობის დადგენილებით, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, დროებით, 2021 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. ლევან დავითაშვილის უწყება რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებს.

სტუმარი: ზურაბ უჩუმბეგაშვილი - „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე