20.იანვარი .2020 18:38

#Frontera საქართველოსგან $3.5 მლრდ-ის კომპენსაციას ითხოვს

უკან

Frontera საქართველოსგან $3.5 მლრდ-ის კომპენსაციას ითხოვს. მე შეგახსენებთ, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დავა "ფრონტერასა" და გაზისა და ნავთობის კორპორაციას შორის, თუმცა საჯაროდ აღნიშნული დავის შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა. აღნიშნული საჯაროდ მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგების გამოქვეყნებით გახდა ცნობილი. მაშინ აუდიტორულ ანგარიშგებაში ეწერა, რომ 2018 წლის ივლისში “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” და “საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ” Frontera-ს მიერ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო საარბიტრაჟო დავა დაიწყეს. საქმე კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების PSA (შემოსავლის გაყოფის) მუხლების დარღვევას უკავშირდებოდა.

კიდევ ერთი მუხლი აღნიშნულ დავაში, ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელში არსებული დავალიანება იყო, რომლის გადახდასაც კომპანია თავს არიდებდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის მიმდინარე დავის შესახებ განცხადებები ვაშინგტონში გაკეთდა. 2019 წლის 28 თებერვალს კონგრესმენმა მარკვეინ მულინმა წარადგინა კანონპროექტი. ამ კანონპროექტში წერია: “თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოში მოღვაწე ამერიკელ მოქალაქეებთან თუ ბიზნეს-კომპანიებთან გაფორმებული ხელშკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა დადასტურდება, მთავრობასა და ამ დარღვევებთან დაკავშირებულ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ“. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ "ფრონტერას" დავას უკავშირდებოდა.

რამდენიმე დღის წინ, კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და საქართველოს სახელმწიფოს ამერიკელი ინვესტორის მიმართ სამართლიანი თამაშის წესების გამოყენებისკენ მოუწოდა.


სტუმარი: ვაჟა ხიდაშელი - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველი