მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Future agro challenge საქართველოში იმართება

BM.GE
01.12.21 13:25
480
Future Agro Challenge საქართველოში 3, 4 და 5 დეკემბერს ტექნოპარკში ჩატარდება. ეს არის საერთაშორისო შეჯიბრი, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, აგროპრენერების, ფერმერების და ზოგადად სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. შეჯიბრი თავს უყრის ეკოსისტემის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად, რომლის ფოკუსიც დაფინანსებადი საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ინოვაციების აღმოჩენაა.

სტუმრები: ნინო ზამბახიძე - “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია”, თავმჯდომარე.
გური ქოიავა - სტარტაპ ბიუროს და ანგელოზი ინვესტორების ქსელის "აქსელი"-ის დამფუძნებელი. Future Agro Challange Georgia-ს თანაორგანიზატორი.