მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,გაჩერებული ენერგოპროექტები” საქართველოში

BM.GE
14.11.22 00:08
285
დღეს შედარებით მცირედი პროექტით დავიწყებთ მიმოხილვას და ვეცდებით ყოვლელკვირეულ რეჟიმში მოვიკითხოთ ეს სხვდასხვა დაპაუზებული პროექტები და ვსაუბრობთ არასრული 6 მგვტ სიმძლავრის ჰესზე, ეს საკმაოდ მცირე მოცულობაა, რომელიც უნდა აშენდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიოტროიაზე, სოფელ ლაფანყურში, მდინარე ლოპოტას ხეობაში. ამ პროექტს ლოპოტა ერთი ქვია და პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარია. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 5.9 მგვტ როგორც მოგახსენეთ, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება - 33 418 513 კვტ.სთ. ელექტროენერგიის გადაცემა მოხდება 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც ჩართული იქნება თელავის 110 კვ ძაბვის ქვესადგურში. პროექტის მესვეურები რამდენიმე წლის წინ საუბრობდნენ სხვადასხვა პროგრამაებზე, რომელიც ადგილობრივი სოფლის განვითარებისთვის იგეგმებოდა, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმება მაინც გართულდა, ცხადია, ჩვენ ვაპირებთ მოვიკითხოთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრიც და მათი მოსაზრებები ჩავრთოთ ჩვენს გადაცემაში.

მანამდე კი დღეს ვმასპინძლობთ პროექტის ინვესტორს, კომპანია დეკას გენერალურ დირექტრს, ბიძინა იმნაძეს.