მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჩერებული ხელშეკრულებები - ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგური შესაძლოა უფუნქციოდ დარჩეს

BM.GE
04.05.20 19:34
859
მიმდინარე თვიდან შესაძლოა, ზოგიერთი ჰიდროელექტროსადგური უფუნქციოდ დარჩეს. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემამ დერეგულირებულ, ძირითადად მცირე ჰესებს წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვით, ისინი ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ ხელშეკრულებებს თავიანთ კლიენტებთან ვეღარ დადებენ. ეს შეზღუდვა სამი თვით იქნება ძალაში. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას ახორციელებს და პოსტკრიზისულ გეგმაზე ფიქრობს, რაც ეკონომიკის ცალკეული სექტორების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ენერგეტიკაში ახალი გამოწვევა გაჩნდა. ცხადია, ესაც კორონავირუსმა მოიტანა.