20.იანვარი .2021 10:25

გაჭიანურებული “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება”

102
უკან

2020 წელი ისე მიიწურა რომ ერთი წლის წინ ასამოქმედებელი მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულება ჯერ ძალაში არ არის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალი კონცეფიციაა, და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, კრძო სექტორის აქტიური ჩართულობა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდა იმისთვის რომ შედეგი დადგეს. ამ მიმართულებით, საქართველოში 2017 წლიდან დაიწყო რამდენიმე პროექტის განხორციელება და ფინალში ჯერ მაინც ვერ გავედით.

რევოლუციური რეფორმა როგორც ამას დღეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე უწოდებს რამდენიმე თვეა დაპაუზებულია. საკითხი გადასაჭრელია და ისევ მაია ბითაძის სიტყვები რომ მოვიშველიოთ ეს თემა არც მხოლოდ მთავრობსი და ვერც მხოლოდ ბიზნესის მხრიდან მოგვარდება. ქალების ნარატივში სტუმრობისას მაია ბითაძემ თქვა რომ საბოლოო სქემის მიხედვით, პროექტი სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამონაწილეობას ითვალისწინებს. თითქოს ყველაფერი შეთანხმებულია მაგრამ შედეგი არ არის ანუ რეფორმა ძალაში ჯერ ვერ შევიდა.

სტუმრები: გივი კალანდაძე - ააიპ "ჯორჯია პლასი", თავმჯდომარე;
ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ხელმძღვანელი