მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია?

BM.GE
13.11.20 18:33
785
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნალური შეღავათების პროგრამა გრძელდება და ფიზიკურ პირებს კომუნალური გადასახადები 4 თვის მანძილზე - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში დაეფარებათ. როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფოს მიერ დაეფარებათ კომუნალური გადასახადები იმ აბონენტებს, რომლებიც: თვეში მოიხმარენ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას. მათ დაეფარებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც. ასეთი აბონენტების რაოდენობა მილიონ 200 ათასს აღემატება ან თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.

მეორე მხარეს სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - მომავალი წლიდან გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია. ამ კითხვის მთავარი საფუძველი ის არის, რომ 2017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წელს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს.

ტარიფები ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური საკითხიც არის. 2021 წელი კი ჯერ კიდევ არ ჩანს მკაფიოდ ისეთ წლად, სადაც მოვიხედავთ და ვიტყვით, რომ პანდემიამ სრულად გადაიარა და მოსახლეობასაც და ბიზნესსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაზრდილი ტარიფი გადაიხადოს. თუმცა მედალს კიდევ ერთი მხარეც აქვს - თუ ტარიფი არ გაიზრდება, ინვესტირება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შეიძლება შემცირდეს ან საერთოდ გაჩერდეს, რადგან როგორც წესი, პირველი სწორედ ასეთი გრძელვადიანი ხარჯები იკვეცება.

კონტექსტის გათვალისწინებით, ენერგოგამანაწილებელი კომპანიები - თელასი და ენერგო პრო ჯორჯია ტრადიციულად კომენტარებისგან თავს იკავებენ, ამიტომ ანალიტიკამ გადაწყვიტა დარგის სპეციალისტებისთვის ეკითხა, რა იქნებოდა უფრო ლოგიკური და ზოგადად, რა მოლოდინები არსებობს ტარიფებთან დაკავშირებით?