მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა მედიკამენტები - GMP/GDP სტანდარტები

BM.GE
29.09.21 19:24
454
ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის და მომდევნო წლიდან ახალ ვალდებულებას აამოქმედებს. საუბარია ფარმაცევტულ კომპანიებში GMP სტაანდარტების დანერგვაზე, რომელიც საწარმოო და სადისტრიბუციო ქსელში თანამედროვე მოთხოვნების დანერგვას ითვალისწინებს. აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დღეს საწარმოების მხოლოდ ნაწილს ესაუბრა, შეხვედრაზე არ მიიწვიეს ის კომპანიები, რომლებიც ვალდებულების გადავადებას ითხოვდნენ.