მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა წამლები? - ლევან გოგიბერიძე საქმიან დილაში

BM.GE
17.07.20 11:17
883
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

წამლის ხელახალი რეგისტრაციის საკითხი იყო ერთ-ერთი ყველაზე სადავო და განხილვების შემდეგ, ასეთი ფორმულირებით ჩამოყალიბდა: სააგენტო სარეგისტრაციო პროცედურის დროს სამი თვის ვადაში ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაციისას და პირველი რიგის A ტიპის მედიკამენტების რეგისტრაციას მოახდენს 20 დღის ვადაში, ხოლო პირველი რიგის B ტიპის რეგისტრაციისას 40 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის შესახებ თანხმობის ან უარის შემთხვევაში. პირვანდელ ვარიანტში, ნაცვლად 20 კალენდარული დღისა, შემოთავაზებული იყო 30 კალენდარული დღე, ხოლო ნაცვლად 40 დღისა, შემოთავაზებული იყო 45 დღე. ამ ცვლილებებამდე ე.წ. პარალელური იმპორტის პროცედურით ბაზარზე დაშვებული მედიკამენტების ხელახალი რეგისტრაცია 7 კალენდარულ დღეში ხდებოდა.

არის თუ არა ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი და რა შეიძლება ამ ვადის დაგრძელებამ გამოიწვიოს ბაზარზე?

სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი