მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირებული პროდუქცია - ლარის კურსი

BM.GE
22.03.21 18:30
769
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა - ეს გადაწყვეტილება სებ-მა მას შემდეგ მიიღო, რაც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულებამ 3.33 ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, სავალუტო აუქციონზე დაფიქსირებული გაცვლითი კურსი 3.32-ს შეადგენდა. ეს 2021 წლის რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $160 მილიონი დოლარი გაყიდა. დღეს ლარის კურსის მერყეობის გაზრდა, სავარაუდოდ, თურქული ლირის გაუფასურებას უკავშირდება, რამაც ბოლო 24 საათში 15% შეადგინა. შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 7.94 ლირა გახდა. თავის მხრივ, ლირის გაცვლითი კურსის ვარდნა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ნაჯი აგბალის გათავისუფლებას უკავშირდება. რა გავლენა იქონია პროდუქციის ფასებზე გაუსაურებულმა ლარმა?