მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიხსნება თუ არა ღამის კლუბები ბათუმში?

BM.GE
20.07.21 13:15
468
ბათუმში მდებარე ღამის კლუბი, Sector 26-ი პრემიერ-მინისტრს, მიმართავს თხოვნით, რომ ობიექტების: New soho-ს და MONO HALL Batumi-ის გახსნის უფლება მისცენ. როგორც Sector 26-ი „ფეისბუქზე“ წერს, პერსონალის 80%-ზე მეტი უკვე აცრილი ჰყავთ და ელოდებიან მუშაობის განახლებას.

ცნობისთვის, ჯერჯერობით ღამის კლუბებზე შეზღუდვა მოხსნილი არაა. ხოლო გასული წლის სექტემბრის დასაწყისში შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ბათუმში ოთხი ღამის კლუბი დაიხურა და ათი ათას-ლარიანი ჯარიმაც დაეკისრათ. სწორედ მათ შორის იყო "სექტორი", "სოჰო", "კონტე" და UP2U. შრომის ინსპექციაში მაშინ განმარტეს, რომ კლუბებმა პანდემიის დროს დაწესებული უსაფრთხოების წესები დაარღვიეს. რას აპირებენ წელს?

სტუმარი: ედუარდ ელოშვილი - ღამის კლუბი Sector 26, დირექტორი.