მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიზრდება თუ არა პროდუქტების ფასები სუპერმარკეტებში?

BM.GE
25.02.21 11:56
609
პირველი იანვრიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 11-13 თეთრით გაძვირდა, თუმცა საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ გარკვეული ეკონომიკური საქმიანობებისთვის სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში, პროდუქტების მწარმოებელ სხვადასხვა ბიზნესს 2020 წლის ტარიფთან შედარებით არსებული სხვაობის 50% დაუსუბსიდირდება რაც 1კვტ.სთ-ზე. საშუალოდ 5.5-6.5 თეთრია.
სუბსიდირების პროგრამაში მოხვდნენ საკვები პროდუქტების მწარმოებლები, თუმცა მთავრობის დადგენილება არ შეეხო საცალო გაყიდვებს, შესაბამისად, ქსელური მარკეტები თუ ჩვეულებრივი მაღაზიები ოპერირებას გაზრდილი ტარიფის პირობებში აგრძელებენ, რომელიც წლიურად რამდენიმე მილიონიან გაზრდილ ხარჯს გულისხმობს.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ფაქტმა ქსელურ სუპერმარკეტებამდე მიტანილი პროდუქტების ფასებზე და ხომ არ უნდა ველოდოთ გაზრდილი ელ ენერგიის ხარჯზე ფასების ზრდას?

სტუმრები: ირაკლი მაკალთია - ეკონომისტი;
მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე