მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკოტრების წინაშე მყოფი ბარები

BM.GE
11.11.20 18:25
610
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან, 07:00 საათამდე რესტორნების, კაფეების და ბარების ფუნქციონირება შეწყვეტილია, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მათ მიერ მიტანის მომსახურეობას, ე.წ. „დელივერი სერვისს“. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი და საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. რესტორნების ნაწილი აღნიშნული მომსახურების საშუალებით გარკვეული შემოსავლების მიღებას კი შეძლებს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ბარებზე, რომლებიც ბაზარს უკვე ყოველდღიურად ტოვებენ.