მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart - საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - ევა ბოჭორიშვილი საქმიან დილაში

BM.GE
01.12.20 10:11
497
რთული წლის ბოლოს ბანკებს ახალი საქმე დაემატათ. სამსახურდაკარგულ მსესხებლებს შესაფერისი გადახდის პირობები უნდა მოუძებნონ და მიმართვის შემთხვევაში 3 დან 4 თვემდე შეღავათიანი პირობები შესთავაზონ. წელს ბანკები საქართველოში მოგების გრაფაში ან მინუს ნიშანს დაიწერენ ან ნულს მიუახლოვდებიან - ასეთია კოვიდ 2020 საფინანსო სექტორისათვის. საბანკო სფეროს გამოშვება ოქტომბერში 189 მილიონი ლარი იყო, რაც წინა თვის მაჩვენებელს ჩამორჩება, თუმცა, გასული წლის ანალოგიურ პექრიოდს აღემატება. როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ზრდა საბანკო სფეროში ძირითადად განპირობებულია კომერციულ ბანკებში გრძელვადიანი სესხების გაცემით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია სამთავრობო პროგრამასთან, რომელიც იპოთეკური სესხების სუბსიდიას გულისხმობს.

სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - Galt & Taggart, კვლევების დეპარტამენტის უფროსი