მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart - საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა - ლაშა ქავთარაძე საქმიან დილაში

BM.GE
12.01.21 10:15
559
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2020 წლის შემაჯამებელი სტატისტიკის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 7,608,656-ით, ანუ 81%-ით იკლო და ჯამურად 1,749,308 შეადგინა. ვიზიტორების უმეტესობა ქვეყანასპირველი ლოქდაუნის დაწესებამდე სტუმრობდა. ჯამში რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ გასულ წელს ტურიზმიდან 2019 წლის 3.5 მლრდ-იანი რეკორდული შემოსავლის შემდეგ ეს მოგვიანებით დაზუსტდება. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებლებს რომელიც საქსტატმა გასულ კვირაში განაახლა, 2020 წლის დეკემბერში, სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 2.4%-მდე შემცირდა წინა თვის 3.8%-დან, რაც ძირითადად მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ განაპირობა.

სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - “Galt&Taggart”, ეკონომისტი