მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart - საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა

BM.GE
08.10.19 10:40
1357
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას დღეს უკან დაუბრუნდება. შენიშვნებიდან ერთ-ერთი ეკონომიკური ზრდის პარამეტრს ეხება, რომელიც შენარჩუნებულია 4.5 %-ის დონეზე, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში უფრო მაღალი 5 % იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. კიდევ ერთი შენიშვნა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს უკავშირდება. პრინციპში დიდ და განსაკუთრებულ ცვლილებებს ბიუჯეტის პროექტის მეორადი წარდგენისას არ უნდა ველოდოთ, ვიცე პრემიერმა თქვა, რომ ის ბიუჯეტი რაც პარლამენტში შევიდა მთავრობის სრულ შემადგენლობას ჰქონდა შეთანხმებული.


სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - “Galt&Taggart”, ეკონომისტი