მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
10.03.22 11:42
322
ბირჟების რყევა მხოლოდ ნავთობს ნამდვილად არ ეხება. ლონდონის მეტალის ბირჟაზე ერთი ტონა ნიკელის ფასმა $100 000-ს გადააჭარბა. 250%-იანი ზრდის ფონზე, ბირჟამ ნიკელზე ვაჭრობა შეაჩერა. რუსეთ-უკრაინის ომს უარყოფითი გავლენა ჰქონდა ამერიკულ საფონდო ბირჟებზეც. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატების დასაქმების სტატისტიკამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ეკონომისტების მოლოდინებს და ნავარაუდევი 400 000-ის ნაცვლად, 678 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საფონდო ბირჟებზე აქციების დიდი ნაწილი მაინც შემცირდა.

სად არის ნათელი წერტილი და არის თუ არა რომელიმე ინდექსი რომელიც შედარებით მშვიდად ინვესტირების იმედს იძლევა,ერთი რაც შესამჩნევია საფონდო ბირჟაზე შეიარაღების უმსხვილესი მწარმოებლების აქციები იზრდებ. რა ხდება ბირჟებზე?

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt &Taggart, საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;