მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
04.10.22 12:00
208
საფონდო ბირჟებზე რამდენიმე კვირიანი ვარდნის გათვალისწინებით და მოლოდინების გაუმჯობესებისთვის არასაკმარისი პირობების გამო ორგანიზაცია Ned David Research-ი ნეგატიურ პროგნოზებს უხვად გასცემს. ანალიტიკოსების შეფასებით, 2023 წლისთვის გლობალური რეცესიის განვითარების შანსი 98.1%-ია, რაზეც ეკონომიკური მოდელები და კომპიუტერული სიმულაცია მიუთითებს. 

რეცესიის განვითარების ასეთი მაღალი რისკი Ned Davis-ის სიმულაციაში 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და 2020 წლის პანდემიის დროს დაფიქსირდა - ორივე შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათი პროგნოზი გამართლდა. ახალ პროგნოზში კი ალგორითმებზე დაყრდნობით წერენ, რომ მომავალ წელს მწვავე რეცესიის განვითარების რისკები მნიშვნელოვნად იზრდება. მათ შორის არც თუ სახარბიელო პროგნოზების მიზეზად ექსპერტები რეკორდულად გაზრდილ ინფლაციას, ენერგორესურსების მკვეთრ გაძვირებასა და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ასახელებენ.

ევროპულ საფონდო ბირჟაზე ლეგენდარული გერმანული ბრენდის, Porsche-ს დებიუტმა ანალიტიკოსებისა და ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა. პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ღირებულებამ 77 მილიარდი ევრო ($75 მლრდ) შეადგინა, რაც ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა. 

Porsche-ს მშობელმა კომპანია Volkswagen Group-მა ბირჟაზე 911 მილიონი აქცია გაიტანა, რაც სიმბოლური რიცხვია და ლეგენდარულ Porsche 911-ს უკავშირდება. წარმატებული IPO-ს შედეგად Porsche მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა, Tesla-ს, Toyota-სა და VW-ს გვერდით. 

სტუმარი:ნიკა მაზანაშვილი - Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;