მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით ნიკა მაზანაშვილი

BM.GE
11.10.22 10:12
204
გასულ კვირაში ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემები აღმოჩნდა, საიდანაც ირკვევა, რომ სექტემბერში აშშ-ის მასშტაბით უმუშევრობის დონზე 3.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა; საშუალო საათობრივი ანაზღაურება გასულ წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა; 263,000 მოქალაქე კი დასაქმდა. 

ზოგადად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის დონის შემცირება პოზიტიური ეკონომიკური ინდიკატორებია და მათ, უმეტესწილად, საფონდო ბირჟის აღმასვლა მოჰყვება, თუმცა 2022 წელი არსებითად განსხვავებულია და ამ შემთხვევაში მსგავსი ტიპის პოზიტიური მონაცემები ინვესტორებმა და ტრეიდერებმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღეს. 

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;