მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: საქართველოს ეკონომიკის ყოველკვირეული მიმოხილვა

BM.GE
06.07.21 11:08
425
საქართველოს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მთავარი პარამეტრები წარადგინა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, განახლებული პროგნოზით წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 7.7%-ით უნდა გაიზარდოს და მისმა ზომამ ნომინალურად 57.2 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.

2020 წელს მიმდინარე ფასებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 49.4 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად, ნომინალურად მშპ-ის ზომა 7.8 მილიარდი ლარით, ანუ 16%-ით იზრდება. ამ მატებაში რეალური ზრდა 7.7% უნდა იყოს.

ეს კი ნიშნავს, რომ მაღალი ინფლაციის ფონზე ქვეყნის მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებელიც გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის თქმით, 7.5%-დან 6.9%-მდე მცირდება წლევანდელი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. სახელმწიფო ვალის მოცულობა კი 60%-დან 54.6%-მდე მცირდება.

მთავრობა წელს საგადასახადო შემოსავლების 720 მილიონი ლარით მატებას პროგნოზირებს, ხოლო მთლიანად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1.1 მილიარდი ლარით 19.5 მილიარდამდე გაიზრდება. ცალკეული სამინისტროების მიხედვით ყველაზე დიდი თანხა ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაემატებათ.

ფორბს კვირასთან ინტერვიუს დროს, ეკონომიკური ზრდის პარამეტრი გასულ კვირაში გაგვანდო და თქვა, განახლებული პროგნოზი ეყრდნობა იმ პარამეტრებს, რომლებიც დღეს ეკონომიკაში გვაქვს. რა თქმა უნდა, ოპტიმისტური სცენარი დარჩება ორნიშნა დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზო სცენარი გადაიხარა ოპტიმისტურისკენ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მაისში რეალური მშპ წლიურად 25.8%-ით გაიზარდა, წინა თვის 44.8%- იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, რეალური მშპ ასევე გაზრდილია 2019 წლის მაისთან 8.8%-ით.

სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - “Galt&Taggart”, კვლევების დეპარტამენტის უფროსი