მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: ტურიზმის აღდგენა 2022 წელს დაჩქარდა

BM.GE
15.02.22 13:13
452
ტურიზმის აღდგენა 2022 წლის იანვარში დაჩქარდა და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის იანვრის დონის 53.5% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის მე-4 კვარტალთან 45%-თან შედარებით. ამის შესახებ, Galt & Taggart-ის ყოველკვირეული აღდგენის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

მიმოხილვის ავტორების შეფასებით, 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება, რასაც ხელს ტურიზმის აღდგენა შეუწყობს. გარდა ამისა, საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2022 წელს ტურიზმი 80-85%-ით, ხოლო კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ვაქცინაციის დაჩქარების შემთხვევაში კი არ გამორიცხავს, რომ 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, სექტორი 100%-ით აღდგეს. რა მოთხოვნაა ტურისტული მიზნებით გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე? რომელი ქვეყნებიდან შემოდიან და როგორია მიმდინარე თვის სტატისტიკა და მოლოდინები უკვე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის? 

სტუმარი: კახა სამყურაშვილი - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი