მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart - ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვა

BM.GE
07.10.19 10:20
925
წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში დაახლოებით 33%ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ოპერატიული სტატისტიკით, სექტემბერში იმპორტის მოცულობა 185 მლნ კვტ.სთ იყო, მათ შორის რუსეთიდან 125 მლნ კვტ.სთ, ხოლო აზერბაიჯანიდან 60 მლნ კვტ.სთ. 2018 წლის სექტემბერში იმპორტმა 139.46 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობამ საქართველოში 835 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 %ით მეტი იყო.


სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - "Galt & Taggart", უფროსი ანალიტიკოსი