მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლება Covid 19-ის პირობებში

BM.GE
30.03.20 09:57
724
როდის აღდგება კორონავირუსული ინფექციის შეზღუდვების გათვალისწინებით სასწავლო პროცესი ჯერ საბოლოოდ არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განკარგულებით კონკრეტული თარიღი დასახელებულია. მოლოდინი რომ პროცესი კიდევ გადაიწევს არსებობს. ამ ფონზე ბავშვების განათლების უზრუნველყოფისთვის რამდენიმე საინტერესო იდეა სახელმწიფოს, ცალკეული მოქალაქეების და კერძო კომპანიების მხრიდან არაერთი იყო. მათ შორის, დისტანცირებული სწავლების პერიოდში, სილქნეტი სრულიად უფასოდ სთავაზობს ყველას თავის სასწავლო-საგანმანათლებლო პროდუქტსაც. „საშინაო სკოლა“ - ეს პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც Silk TV-ში, ასევე პორტალზე silkschool.ge და youtube-ზე. მისით სარგებლობა ყველას შეუძლია. მეტი სიმარტივისთვის, გაუქმდა რეგისტრაციის აუცილებლობა.

„საშინაო სკოლა“ მოიცავს 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო-გაკვეთილებს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა-ქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილების სრულ სასწავლო კურსს. ელექტრონულ სწავლებას ინტერნეტი სჭირდება და კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვანი იყო რომ შექმნა ერთი და შვიდ დღიანი პაკეტები, რომელთა გააქტიურება მოხდება სწრაფად და რაც მთავარია, მარტივად.

 როგორ და რა რესურსებია სკოლის მოსწავლეებისათვის განათლების უწყვეტობისთვის?