მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Garage48-ის ჰაკათონი დასრულდა

BM.GE
09.12.19 10:45
678
Garage48-ის ჰაკათონის დასკვნითი ღონისძიება სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა, სადაც მონაწილეებმა 48 საათში დამუშავებული ინოვაციური იდეები და პროექტები წარადგინეს. ჰაკათონში 100-მდე მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები, რომლებმაც განავითარეს კრეატიული იდეები და შექმნეს სამუშაო პროტოტიპები. Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში, იდეა, პროტოტიპად აქციონ.


სტუმრები: ელენე ჟვანია - "Impact Hub Tbilisi", თანადამფუძნებელი;
ელენე ლომაძე - "ღია მოძრაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად", აქტივისტი