მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

BM.GE
06.04.23 13:26
146
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა რომელიც ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომებს. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს და აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. 

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილ წარმოშობს ცნობის საფუძველზე. 

სტუმარი: ნათია იორდანიშვილი - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე;