20.ნოემბერი .2021 00:29

გასტრონომიის ასოციაცია - ზოგმა არც კი იცის HACCP რა არის..

229
უკან

„საქართველოში კვების ობიექტების 70% ჰასპის სტანდარტზე გადასვლისთვის მზად არ არის... ზოგმა არც კი იცის, რა არის ჰასპი“ - ეს სიტყვები გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელს ეკუთვნის და ეს ხდება მაშინ, როცა ახალ სტანდარტებზე გადასვლის ვალდებულება საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, უკვე კვების დაწესებულებებს იანვრიდან წარმოეშობა. თავად მაკონტროლებელი უწყება, სურსათის ეროვნული სააგენტო ანონსებს რომ იანვრიდან კვების დაწესებულებების აქტიურ კონტროლს დაიწყებს. რა მიდგომა ექნება მთავარ მაკონტროლებელს და რამდენად მზად დახვდება ინდუსტრია ცვლილებებს, ელენე გოგბერაშვილმა მოიკითხა კერძო სექტორი და ბიზნესთან ერთად რეგულაციის აღმასრულებელი რგოლის პოზიციასაც მოგვასმენინებს.