მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია: “ყოველ ორ კვირაში გადავხედავთ უსაფრთო ქვეყნების სიას”

BM.GE
09.07.20 15:00
815
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდია ისევ განხორციელდება და რქაწითელსა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, უკვე გამოყოფილია ბიუჯეტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალება აქვს მიღებული. გახარიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვებში სახელმწიფოც ჩაერევა. მთავორბის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ ქვეყნების სია, რომელთანაც საზღვრები გაიხნა, გაფართოვდება და მთარობა გადაწყვეტილებებს ყოველ ორ კვირაში მიიღებს. სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს, სოფლის მეურეობის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა უპასუხეს.