20.ივლისი .2020 11:04

GEclose2EU მეწარმეებისთვის ტრენინგებს იწყებს - ირინა გურული საქმიან დილაში

961
უკან

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს ტრენინგების სერიას რეგიონებში აგრძელებს.ტრენინგები,პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ბენეფიციარი 500 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ტრენინგების თემატიკა განსხვავებულია და ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, მარკეტინგი და ბრენდინგი, გაყიდვები, დისტრიბუციის არხები და ფინანსების მოზიდვა/ბიზნეს-გეგმის წერა. ვინ შეძლებს პროექტში ჩართვას, რომელი რეგიონებს მოიცავენ ავტორები და რა საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებენ ბენეფიციარები?


სტუმარი: ირინა გურული - პროექტის
#GEclose2EU ხელმძღვანელი