18-24 ნოემბერს საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სამეწარმეო პროექტს “ გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ უერთდება. ყოველი წლის ნოემბერში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 3000 -ზე მეტი ღონისძიება, 10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ , რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. ეკოსისტემის ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირება და მეწარმეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში სამეწარმეო ქსელის მიერ აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით და ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან თანამშრომლობით ხორციელდება.
სტუმარი: სანდრო კანდელაკი - სპარკის მენეჯერი