მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეოგაპის“ სტანდარტის განვითარება რითეილ სექტორში

BM.GE
22.07.21 11:13
528
საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და რითეილ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის სტანდარტის „გეოგაპის“ განვითარებასა და რითეილ სექტორში უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტის განთავსებას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობით მნიშვნელოვანია ამაღლდეს ცნობადება უვნებელ და მიკვლევად პროდუქტზე, როგორც რითეილ ქსელის წარმომადგენლებში, ასევე მომხმარებელებში.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სტანდარტი გეოგაპი, რომელიც მორგებულია ადგილობრივ პირობებსა და კანონმდებლობას ქართველი პირველადი მწარმოებლების დასახმარებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ USAID-ის მხარდაჭერით პროექტ “ზრდა”-ს ფარგლებში შეიმუშავა.

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ანი ზურაბიშვილი -საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერვისების ხელმძღვანელი