26.ოქტომბერი .2020 09:13

Georgia’s Natural-ის პროდუქცია ბათუმშია

უკან

Georgia`s Natural”-ის მიერ წარმოებული პროდუქტის შეძენა მომხმარებელს დღეიდან ბათუმში სამ ლოკაციაზე შეუძლია. კომპანიამ თავისი პროდუქტი აბუსერიძის № 22-ში მდებარე „შავი ზღვის მოლში“, გორგილაძის 88-ში მდებარე "ბათუმი მოლსა" და კაჩინსკების 1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ "ეიფორიაში" განათავსა.

მომხმარებლის მხრიდან მზარდი მოთხოვნები კომპანიას წარმოების გაზრდის საშუალებას აძლევს. ეს კი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. დღეს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, არაერთმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამდენად, “Georgia`s Natural”-ის მცდელობა, რომ შეამციროს კრიზისით გამოწვეული ზარალი, კიდევ უფრო დასაფასებელია.