14.ივლისი .2020 18:25

გერმანიის მიმართულებით შესაძლოა ჩარტერი დაინიშნოს

175
უკან

გერმანიაში სამუშაოდ წამსვლელი სტუდენტებისთვის, შესაძლოა, სპეციალური რეისი დაინიშნოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა. სწორედ ამ მოთხოვნით, დღეს სტუდენტების ჯგუფმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაც გამართეს. მათ დახმარება პრემიერისგანც ითხოვეს.