მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

BM.GE
21.10.19 14:58
1772
"ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და სწრაფად პრობლემების გადაჭრის მექანიზმი აღვადგინოთ” - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. გახარიას თქმით, ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში შეიძლება გადაწყდეს, მთავრობის მხრიდან ასეც იქნება, ხოლო იქ სადაც სისტემური პრობლემებია, ბიზნესის ჩართულობით შედეგი ერთობლივად უნდა იქნას მიღწეული.