მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ბაზრების მიმოხილვა “თიბისი კაპიტალისგან”

BM.GE
12.05.23 10:10
172
ჯო ბაიდენი ობლიგაციებზე დეფოლტს გამორიცხავს - შტატების პრეზიდენტის თქმით ამას ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ბაიდენის ეს განცხადება კონგრესში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდება, რომლის ფონზე ქვეყნის ვალის ლიმიტის გაზრდის გადაწყვეტილებაზე კონსენსუსი ჯერაც არ არის მიღწეული, დროის ამოწურვამდე კი 20 დღე რჩება. 

31 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი - ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტით განსაზღვრული ვალის ჭერია, რომელსაც ქვეყანამ იანვარში უკვე გადააჭარბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავალო ზღვარი გადალახულია, ანუ ამერიკის მთავრობას დამატებითი ვალის აღების უფლება არ აქვს, ამის გარეშე კი ვალდებულებების გასტუმრება შეუძლებელი იქნება და სუპერსახელმწიფოს თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოუწევს ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება.

სტუმარი: თორნიკე მჭედლიშვილი - "თიბისი კაპიტალის" საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი